Foto

პოლონეთის მთავრობა - ყველაზე დიდი პოლონური სამხედრო კომპანია კიევის თავდაცვის ფორუმზე არ მიიწვიეს

ყველაზე დიდი პოლონური სამხედრო კომპანია კიევში გამართულ თავდაცვის ინდუსტრიების საერთაშორისო ფორუმზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ პოლონური რადიო ZET-ის ეთერში პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მინისტრმა, იაცეკ სასინმა განაცხადა.

სასინის თქმით, უკრაინა პოლონეთში უახლოეს არჩევნებში "ოპოზიციის გამარჯვებაზე დებს ფსონს და ეს თავად უკრაინისთვის იქნება დამაზიანებელი".

აღნიშნულ ბრალდებას უკრაინის ელჩი პოლონეთში ვასილ ზვარიჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვისაც სამიტზე მოსაწვევი გაუგზავნეს, თუმცა ისინი თავიანთი სურვილით არ დაესწრნენ შეხვედრას.