Foto

ბორელი - უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომლის მიცემაც შეგვიძლია უკრაინისთვის, ევროკავშირის წევრობაა

უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომლის მიცემაც შეგვიძლია უკრაინისთვის, არის ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინელი სამხედროების წვრთნის გზით.

კერძოდ, უახლოეს თვეებში იგეგმება 40 ათასი უკრაინელი სამხედროების მომზადება, მათ შორის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში. 

„უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომლის მიცემაც შეგვიძლია უკრაინისთვის, არის ევროკავშირის წევრობა. ახლა უკრაინა არის კანდიდატი ქვეყანა და ის წინ მიწევს ამ გზაზე“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.