Foto

კულება - ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია, ახლა წევრობა მხოლოდ დროის საკითხია

ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია, ახლა წევრობა მხოლოდ დროის საკითხია, - ამის შესახებ დმიტრო კულებამ კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კულებას თქმით, უკრაინა ევროკომისიის შვიდივე საკვანძო რეომენდაციას წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად შეასრულებს.

„ყველა მიმართულია, იმოძრაონ წინ მაქსიმალური სიჩქარით, ყველა რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც ჩაატარა, ატარებს და მომავალში ჩაატარებს უკრაინა“, - განაცხადა კულებამ.