ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ"კანონში შესატან ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, ადამიანის სათანადო კონსტიტუციურ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია.
კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
"საქართველოს კონსტიტუიციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება საფრთხის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press