ორგანიზაცია „კანვას - საქართველო“ წევრი, ნინო გოგიბერიძე, რომელიც USAID-ის ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ნინო გოგიბერიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, ის გამოკითხვაზე 315-ე მუხლით არის დაბარებული.
"სუს-ი ორი კვირაა განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს გადატრიალებასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოჰკითხეს ჩემი სერბი კოლეგები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით [დამიბარეს].
როგორც მე განმემარტა, გამოკითხვაზე ვარ დაბარებული 315-ე მუხლით... მე მგონია, რომ ამას აქვს პროპაგანდის ხასიათი, მათ სურვილი აქვთ, შეაკოწიწონ და წარმოუდგენელი სცენარები ააწყონ, რომ ვიღაცები ტრენინგებს გადიან სახელმწიფო დამხობის საკითხებზე", - განაცხადა ნინო გოგიბერიძემ.
ცნობისთვის, დღეს, 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კანვასთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყე...
Mana press