Foto

ლავროვი - ერევნის განცხადებები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ გასვლის შესახებ სუვერენული არჩევანია

ერევნიდან გაკეთებული განცხადებები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ გასვლის შესაძლებლობის შესახებ არის სუვერენული არჩევანი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მუშაობს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მეზობლებთან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

"მოსკოვი იმედოვნებს, რომ ვერცერთი დროებითი ადმინისტრაცია ვერ გაანადგურებს კავშირებს რუსეთსა და სომხეთს შორის", - განაცხადა ლავროვმა.