ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გასვლით სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება წელს იქნას მიღებული.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს საბჭო იკრიბება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მსგავს ფორმატში. ესწრებოდნენ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკომისიის წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი. ძალიან ნაყოფიერი და შინაარსიანი შეხვედრა იყო.
ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს - ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press