პრეზიდენტი, ალბათ, იმდენად არის, რბილად რომ ვთქვათ, შეშინებული, რომ ის ვერ ბედავს მივიდეს სასამართლო სხდომაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
როგორც ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე საზოგადოებისთვის უნდა აეხსნა, "რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად".
"რატომ არ ისმევა მარტივი კითხვა იმასთან დაკავშირებით, სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? რატომ არ არის იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. მისულიყო სხდომაზე და აეხსნა სასამართლოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად...
მე მოვუწოდებ აქედან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს - ქალბატონი პრეზიდენტი, ალბათ, იმდენად არის, რბილად რომ ვთქვათ, შეშინებული, რომ ის ვერ ბედავს მივიდეს ღიად სასამართლო სხდომაზე, რომელიც ჩვენი ძალისხმევით გაიხსნა და მადლობა ღმერთს, რომ ქართველ ხალხს აქვს დასკვნების გამოტანის საშუალება",- თქვა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მიმდინარეობს.
სხდომას ზურაბიშვილი არ ესწრება. პრეზიდენტმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს, მათი ნაწილი, მათ შორის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში იმყოფება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press