თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით,- ასე მიმართა „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც მანჯგალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლების სახე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
"საქართველოსთვის მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ქართული ოცნება" არ ეშვება მავნე რიტორიკას და ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს თურმე არ გვაძლევენ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა ერთი წლის წინ სამუშაო ფორმატში.
ჩვენ ვნახეთ ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არის შესასრულებელი. მათ შორის სასამართლო, სარჩევნო, ანტიკორუფციულთან დაკავშირებული რეფორმები, რომლებზეც ინიციატივები ოპოზიციას შემოტანილი აქვს და განსახილველადაც კი ვერ მოიცალა ხელისუფლებამ...
თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით, ხომ ვერ იქნება კორუფცია ქვეყანაში. გირჩევნიათ მოიპაროთ ფული აქ და წახვიდეთ და ევროპაში, დაისვენოთ ამ ფულით. ეს არის მთელი ფილოსოფია თქვენი ცხოვრების და მზად ხართ, გადაეფაროთ ჯაშუშ ფარცხალაძეს. ფარცხალაძე არის თქვენი სახე",- მიმართა მანჯგალაძემ "ქართულ ოცნებას".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press