Foto

რუსულმა სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

პროკუდინის თქმით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი.

"შუადღისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ხერსონის დნეპრის რაიონს დაარტყეს. დაზიანდა კერძო სახლები", - განაცხადა პროკუდინმა.