რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ქალაქ სოჭიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერებს შეხვდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველ ასლან ბჟანიასთან საუბრის დროს, ლავროვმა დადო პირობა, რომ რუსეთი გაზრდის იმ ქვეყნების რაოდენობას, ვინც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის 2024-25 წლის კონსულტაციების გეგმებს.
"კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროს მიმართ, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, სოციალური სფეროს, ენერგეტიკულისა და იმის [მიმართ], რაც ეხება საერთაშორისო პლატფორმაზე თანამშრომლობას. გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ", - განაცხადა ლავროვმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press