Foto

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში Leopard 2-ის ტანკები დაათვალიერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში Leopard 2 ტანკები და CV-90 BMP დაათვალიერა.

ზელენსკის თქმით, უკრაინელი მებრძოლები აღნიშნული აღჭურვილობით კმაყოფილები არიან.

"მე შევამოწმე აღჭურვილობა - Leopard 2 ტანკები და CV-90 ქვეითი საბრძოლო მანქანები, რომლებიც მონაწილეობდნენ კუპიანსკის მიმართულებით ბრძოლებში. ეკიპაჟებთან ერთად განვილიხეთ ტანკებისა და BMP-ების გამოყენების შედეგები. ჯარისკაცები კმაყოფილები არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ფრონტის ხაზს ეწვია.