გერმანია საქართველოს გვერდით იდგა 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლა, მოდით, ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საელჩოში განაცხადა, სადაც გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება.
ფიშერის თქმით, ევროკავშირი არის გერმანიისთვის მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის საფუძველი და ევროკავშირი ახლა ხელმისაწვდომია საქართველოსთვისაც.
„დღეს, აქ, თბილისში ყველა გერმანიის ერთიანობის დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 1990 წლის 3 ოქტომბერს და ეს იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის დღე მთელი ევროპისთვის. ეს იყო ბერლინის კედლის დაცემა, ეს იყო რკინის ფარდის ნგრევა ევროპაში. გერმანიისთვის და სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის ეს იყო მათ ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარების, რუსეთის ჯარების ყოფნის დასრულება. ეს ასევე იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაწყისი გერმანელებისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში და ამის საიდუმლო, ამის საფუძველი იყო ევროკავშირი. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების საფუძველი და ევროკავშირი ახლა არის ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც. ამაშია ამ დღის მნიშვნელობა საქართველოსთვისაც. გერმანია იდგა საქართველოს გვერდით 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლა. მოდით, საქართველომ და გერმანიამ ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ”, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press