პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტი მას არ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს, - ამის შესახებ ყოფილმა ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
ლომჯარიას თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არაფერს აკეთებენ ან ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
"ამ ინიციატივის [იმპიჩმენტის] უკან დგას რამდენიმე საკითხი, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი არის ის, რომ ოცნების წარმომადგენლები სინამდვილეში არაფერს აკეთებენ ან ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ მივიღოთ სტატუსი. მათთვის სტატუსის მიღება არის მეათე, მეთხუთმეტე, შეიძლება მეოცეხარისხოვანი საკითხიც დღეს, რაც მათ აწუხებთ. მათი ქცევით, რიტორიკით, განცხადებებით, გვესმის, რომ სტატუსის მიღება არ არის მნიშვნელოვანი ამბავი და თითქოს ჩვენ ვქმნით ამისგან ამბავს.
ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური ეჭვიანობაა სინამდვილეში, მაშინ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს "მიეწეროს", რომ მან თავისი აქტიურობით, ქართველ ხალხთან ერთად, საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად [მოახერხა ეს]. პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, არ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს, შიდა პოლიტიკური კრედიტის თვალსაზრისით", - განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
სხდომას ზურაბიშვილი არ ესწრება. პრეზიდენტმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს, მათი ნაწილი, მათ შორის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში იმყოფება.
"ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.
14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.
19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press