Foto

ბაიდენის თანხმობის შემდეგ, აშშ უკრაინაში ATACMS რაკეტებს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ შესყიდვების საკითხებში, დაგ ბუშმა უკრაინისთვის ATACMS რაკეტების გადაცემის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა უკრაინას საბრძოლო მასალებით აღჭურვილი ATACMS რაკეტები მიაწოდოს, როგორც კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ გადაცემას დაამტკიცებს.

"ჩვენ მზად ვართ, როცა პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს", - თქვა ბუშმა.