იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ავტოავარიას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 18 პირი დაშავდა, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დაღუპულთა შორის 5 უკრაინელი და ერთი გერმანელია.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ვენეციასთან ახლოს მოხდა. ავტობუსი გზიდან გადავიდა და რკინიგზის ხაზებთან ახლოს ჩავარდა მესტრეს რაიონში, რომელიც ვენეციას ხიდით უკავშირდება.
ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ მომხდარს "უზარმაზარი ტრაგედია" უწოდა.
ავტოავარიას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიც და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press