ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის არ მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ივანიშვილის რუსული ინტერესების გამო მიმდინარეობს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ენმ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ დაესწროს.
„არ დაგვავიწყდეს ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ იღებს; პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მიიღოს უპირობოდ ზელენსკის, მაკრონის ევროსაბჭოს რეზოლუციების თანახმად, ამერიკამ უნდა დაადასტუროს ხომ პირდაპირ, „ეფესბეს“ აგენტურამ წარუდგინა ბრალი სააკაშვილს და სანქცირებულებმა გამოუტანეს განაჩენი - ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის ობიექტურად არ მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების გამო მიმდინარეობს. ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვთქვით, რომ საერთოდ არ შევდივართ სხდომაზე, ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ სხდომაზე და ნუ მიიღებენ მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის თამაშებში",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press