აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა უნდა გამართულიყო, ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გრანადაში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა ევროკავშირის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით იყო დაგეგმილი.
როგორც მედია წერს, ვიზიტის გაუქმების მიზეზი გახდა "საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე უთანხმოება პარიზსა და ბერლინს შორის შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press