აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან მეტი ავიარეისის საკითხზე... რეგულარული ფრენები ყოველდღიურად შესრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, თქმით, ამ ეტაპზე, ავიაკომპანია China Southern საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს.
"ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია. ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯი 300 მილიარდ დოლარს აღემატება. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმული უნდა იყოს ჩინეთიდან ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი.
ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან უფრო მეტი ავიარეისის საკითხზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდის უკვე თბილისი-ურუმჩის ხაზზე და ასევე რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება ავიაკომპანია გაზრდილი სიხშირით ოპერირებას სექტემბერში დაიწყებს. ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან გვექნება ასევე პირდაპირი დაკავშირებადობა", - განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან China Southern Airlines საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიურ ავიარეისებს ასრულებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press