Foto

კოპალეიშვილი კობახიძეს - თქვენ იყავით საქართველოში გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს მხარეებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს უთხრა, რომ "ეს ადეიშვილის სასამართლო" არ არის და "წესიერად" ესაუბრა.

"ეს ადეიშვილს სასამართლო კი არ არის, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და წესიერად ილაპარაკეთ. ადეიშვილის სასამართლო არ არის და არც გვარამიას, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში. რომ ამაყობთ [ამით], ეგაა თქვენი პრობლემა", - უთხრა კობახიძემ კოპალეიშვილს.

მაია კოპალეიშვილმა კი კობახიძეს უპასუხა, რომ ის იყო, ვინც საქართველოში გავრილოვი ჩამოიყვანა და პარლამენტის სავარძელში ჩასვა. 

"თქვენ სამაგიეროდ... თქვენ იყავით გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ ამ საქართველოში, რომ ჩასვით იმ პარლამენტის სავარძელში, თქვენ იყავით. სამართლებრივ ჩარჩოებში იქნებ დავრჩეთ, მაცადეთ საუბარი, ერთი წამი", - თქვა კოპალეიშვილმა.