სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინაში არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, თუ პარლამენტი შეძლებს გადაჭრას ყველა გამოწვევა, რათა უზრუნველყოს კენჭისყრაზე უსაფრთხო წვდომა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ Sky 24-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება იმ ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც ხმას აძლევს და ეს მათთვის გამოწვევაა.
"მნიშვნელოვანია არჩევნების უსაფრთხოდ ორგანიზება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხმა უნდა მისცენ და ეს თავდასხმის გარეშე უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს ეს გამოწვევა, მაგრამ თუ ჩვენი ქვეყანა მოახერხებს კანონში ცვლილებების შეტანას, მაშინ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press