ჩემი მთლიანი ყურადღება არის პრეზიდენტობისკენ და გულწრფელად, რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებულად ვაქციოთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებს თუ დახმარება დასჭირდებათ, ყველაფერს გააკეთებს, თუმცა პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პალატის სპიკერობა.
„მე ყველაფერს გავაკეთებ დასახმარებლად, მაგრამ ჩემი აქცენტი, ჩემი მთლიანი ყურადღება არის პრეზიდენტობისკენ და გულწრფელად, რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებულად ვაქციოთ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ქვეყანა ძლიერ მარცხდება. ჩვენ პატივს არ გვცემენ მსოფლიოში. საპროცენტო განაკვეთები, გადასახადები მაღალია, ინფლაცია საშინელია. რაც გაგვიკეთეს, ცოცხლად გვჭამს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press