საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა გრძელდება.
სხდომა, რომელიც მესამე დღეა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღეს პროცესი ურთიერთშეკითხვების ეტაპით გაიხსნება, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოსთქვამენ.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.
14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.
19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press