ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ე.წ. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებულ "შეთანხმებას" ხელი უკვე მოეწერა.
"ჩვენი დღესასწაულის დღეს, ჩვენს პორტში პატარა სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. ძალიან თანამედროვე გემი - სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება",- თქვა ბჟანიამ.
მისივე განცხადებით, "შეთანხმება" მიზნად როგორც რუსეთის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებას ისახავს.
"ეს ყველაფერი მიზნად ისახავს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებას. ასეთი ურთიერთქმედება გაგრძელდება, რადგან ის უზრუნველყოფს როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის ფუნდამენტურ ინტერესებს. უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. ასევე არის რაღაცეები, რაზეც ვერ ვისაუბრებ",- ამბობს ბჟანია.
ე.წ. პრეზიდენტის თქმით, "რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ასევე ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press