გრანადის სამიტზე დისკუსიების მთავარი თემა კვლავ უკრაინის მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის შეთანხმებაში უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის, ის დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ სიახლეები გაგვაცნო. ჩვენ კი, ევროკავშირში ვმუშაობთ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტზე, რომელსაც კიევი 2024-2027 წლებში მიიღებს, რადგან უკრაინას სჭირდება საიმედოობა და სიმტკიცე ფინანსური დახმარების მხრივ. როგორც მე ვხედავ აშშ-ში არსებულ სიტუაციას, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press