ხარკოვში, კუპიანსკის რეგიონში რუსებმა სასურსათო მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:25 საათზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტს გულისხმობს.
მომხდარ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და მომხდარს მიზანმიმართული ტერორისტული აქტი უწოდა.
"სასტიკი რუსული დანაშაული - სარაკეტო თავდასხმა ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, სრულიად მიზანმიმართული ტერორისტული აქტი. კუპიანსკის ოლქი, ხარკოვის ოლქი. ამ დროისთვის ცნობილია 48-ზე მეტი დაღუპული. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! დაჭრილებს დახმარებას უწევენ...
რუსული ტერორი უნდა შეწყდეს. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს დღემდე უჭერს მხარს, მხარს უჭერს ბოროტებას. რუსეთს ეს და მსგავსი ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ ერთი რამისთვის სჭირდება: თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად აქციოს მთელი მსოფლიოსთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ ლიდერს, ყველა ერს, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში!", - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press