დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებით დადებული "შეთანხმება" "აგრესიის შემთხვევაში" დახმარებასაც ითვალისწინებს.
შამბას თქმით, აქედან გამომდინარე, ოკუპირებულ აფხაზეთში "შეთანხმებით"გათვალისწინებული პირობები "უსაფრთხოების გარანტიად" აღიქმება.
„ჩვენ უსაფრთხოების გარანტიად აღვიქვამთ აფხაზეთში რუსული სახმელეთო, საზღვაო და სხვა დანაყოფების არსებობას. ჩვენ მიერ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აგრესიის შემთხვევაში, შეგვიძლია, ჩვენი მოკავშირის და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს პირდაპირ წერია ჩვენ მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში“,- განაცხადა შამბამ.
მისივე თქმით, "შეთანხმებისთვის" ახლა არ მიუღწევიათ, გადაწყვეტილება წინა ერთობლივ შეხვედრაზე მიიღეს, 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე კი, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press