Foto

ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე კედლის ახალი მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა გასცა

ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე კედლის ახალი მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც BBC წერს, საუბარია 32 კილომეტრის სიგრძის კედელზე, რომელიც მექსიკის საზღვრის იმ მონაკვეთზე აშენდება, საიდანაც მიგრანტები ყველაზე ხშირად ცდილობენ აშშ-ში უკანონოდ შესვლას.

BBC ასევე აღნიშნავს, რომ უკანონო მიგრანტების საკითხი ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტისთვის პრობლემური გახდა, მხოლოდ წელს აშშ-ში უკანონო შევიდა 245 000 მიგრანტი.

ცნობისთვის, საზღვარზე კედლის მშენებლობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის ნაწილი იყო.