პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ექსპრესნიუსს” შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით დაკავებულია ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას აპირებს.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები "ქართული ოცნების" კანონს აპროტესტებენ, რომლის დამტკიცებასაც მმართველი პარტია სამი მოსმენით აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 3 ოქტომბერს კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა, გუშინ 4 ოქტომბერს კი საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მმართველ პარტიას უფლება ექნება აქციებზე სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების, მათ შორის ხმის გამაძლიერებლების, მიკროფონებისა და კარვების გამოყენება აკრძალოს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press