მსოფლიოში არავინ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან პოტენციურმა მტრებმა რუსეთის ბირთვული არსენალის შესახებ ყველაფერი იციან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთმა თითქმის დაასრულა მუშაობა ატომურ კონტინენტთაშორის სარაკეტო სისტემა „სარმატზე“ და წარმატებით გამოცადა ატომური ძრავის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.
„მტრის რაკეტის გაშვების აღმოჩენის მომენტიდან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის იგი, მსოფლიოს ოკეანეების ნებისმიერი წერტილიდან თუ ნებისმიერი ტერიტორიიდან, საპასუხო კონტრშეტევისას, იმდენი ასეული ჩვენი რაკეტა გამოჩნდება ჰაერში ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით, რომ არცერთ მტერს არ ექნება გადარჩენის შანსი“, - განაცხადა პუტინმა სოჭში სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ გამოსვლაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press