„კაგებეს“ ტაქტიკა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად დაბრენდონ, აღარ გაუვათ - თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უმრავლესობას მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონი სწორია და ის საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს პასუხობს.
„თუ ვეტო იქნება, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაძლევს მას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და პასუხობს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალური ჯგუფების ნაწილი ან წამხალისებლები. ეს პროცესი ძალიან კარგი ლუსტრაციაც იყო და ამიტომ, ზოგიერთი გაყუჩებულიც იყო და ხმას არ იღებდა. ლუსტრაცია იყო, რადგან, ვინც ამაზე ყვიროდა, ის ხალხია, ვინც საქართველოში რადიკალიზმითა და ექსტრემიზმით გამოირჩევა...
ეს რუსული სტილის კამპანიაა, რაც მარტშიც ვიხილეთ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან. „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკაა, რომ რაღაც თემის ბრენდირება მოახდინონ. სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მოუმზადებელი იყო ამ პროპაგანდისთვის, ახლა მომზადებულია. ხედავთ, რეაქციაც არაა. „კაგებეს“ასეთი ტაქტიკაა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად დაბრენდონ, აღარ გაუვათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press