საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის გახსნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ დაუშვას.
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ. ეს არის ხელისუფლების პოზიცია. რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა ხელისუფლების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთადერთი რეაგირება, ე.ი. ასე ჩაითვალა საჭიროდ...
რაც მთავარია, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში არ დაუშვას მეორე ფრონტი. ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება. რა თქმა უნდა ყველა, პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით, მათ შორის, ყურადღებით ვაკვირდებოდით უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული აქაური რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს; კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებსაც ვაკვირდებოდით; საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში, თუ საჯაროდ ნათქვამ განცხადებებსაც ვაკვირდებით. ჩვენი დასკვნები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, ვის სურს საქართველოში მეორე ფრონტი.
აქედან გამომდინარე, გვქონდა საუბარი გლობალურ ომის პარტიაზე, რადიკალურ ოპოზიციაზე. თვითონ რადიკალური ოპოზიციის მესიჯია, რომ როცა მოესურვება, შემოვა. ამას ამბობს, რატომ არ შემოდის რუსეთი? ანუ რას ამბობთ, უნდა და ვერ შემოდის? დავანებოთ ამას თავი, ისეთ თემას ვეხებით, რაზეც დეტალურად არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ აქ ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე გაჭედილი“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "შეშფოთებას გამოთქვამენ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press