Foto

შვედეთი უკრაინას დამატებით 199 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

შვედეთი უკრაინას დამატებით 199 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც CNN წერს, დახმარების მე-14 პაკეტი საარტილერიო ჭურვებს, სათადარიგო ნაწილებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. 

"[სამხედრო პაკეტის გადაცემა] უნდა განიხილებოდეს, როგორც შვედეთის ერთგულების გამოხატულება უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართ", - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა.