ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ქალაქ გრანადაში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, მისი ვიზიტი საქართველოში კარგი იყო, რამაც ქვეყანაში მოვლენათა განვითარებას ბიძგი მისცა.
"საქართველოში ჩემი ვიზიტი კარგი იყო, ამან ბიძგი მისცა მოვლენათა განვითარებას. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ათ კანდიდატს უნდა შევხვდეთ და ვესაუბროთ. არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან კანდიდატები, ისინიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის რეცეპტი ევროპული საზოგადოების", - განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს ბორელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე, უმრავლესობის წევრებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press