საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვას ეხმაურება.
ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების არარსებობა ეჩვენებინათ.
"ვფიქრობ, შევძელით მაქსიმუმის გაკეთება, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა აბსურდულობა, ერთის მხრივ, პროცესის, ანუ იმისა, თუ სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც მოაქვთ პარლამენტის წარმომადგენლებს თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რამდენად აბსურდულია და რასთან მივყავართ. მეორე, რეალური მიზეზი, რას ემსახურება ეს იმპიჩმენტი და მესამე, სრული არარსებობა მტკიცებულებებისა ამ საქმეში, ეს იყო ჩვენი ამოცანა და მგონი, ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი, მგონი სრულიად ცხადია ერთიც, მეორეც და მესამეც", - განაცხადა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.
ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა.
პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. სასამართლომ დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press