ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა. ამის შესახებ IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჰაგარის თქმით, ისრაელის პრიორიტეტს ახლა ქვეყნის დასახლებულ პუნქტებში ბრძოლების დასრულება წარმოადგენს.
როგორც სპიკერი ამბობს, ასევე მნიშვნელოვანია, ღაზას სექტორისა და ისრაელის გამყოფი გალავნის კონტროლი.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ გამოაცხადა.
იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press