ღაზას სექტორში, "ჰამასის" დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 313 პალესტინელი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულია 1 990 ადამიანი.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, მათი დაშავების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
როგორც საგარეო უწყება საელჩოზე დაყრდნობით იტყობინება, თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა.
იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.
ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press