Foto

აშშ-ის სამხედრო ხომალდები ისრაელისკენ მიემართებიან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ და ისრაელის მხარდასაჭერად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები გაგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, შეერთებული შტატები ისრაელს დამატებით აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალასაც გადასცემს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ USS Gerald R Ford ავიამზიდი, სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი რეგიონისკენ მიემართება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შემდგომი სამხედრო დახმარება ისრაელს უახლოეს დღეებში  გაეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ეს ნაბიჯი მოჰყვა ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას, რომელსაც პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა "უპრეცედენტო და შემზარავი" უწოდა.