მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები ძირითადად, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში შექმნა.
„დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები, რამაც განაპირობა კონკრეტული ქუჩების დროებით გადაკეტვა; დაზიანდა ავტომობილები; ხეების წაქცევამ გამოიწვია საცობებიც, რამაც ავტომობილების გადაადგილება შეზღუდა. ცენტრალური ქუჩები გახსნილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურისა და გამგეობების თანამშრომლები მაქსიმალურად არიან მობილიზებული. ისინი მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ, რათა ყველგან მივიდეთ, სადაც პრობლემები ფიქსირდებოდა და მოსახლეობას დახმარება აღმოვუჩინოთ. საპატრულო პოლიციასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მოქალაქეების მხრიდან „112“-შიც შედის ზარები და მერიის ცხელ ხაზზეც ბევრი ზარი შემოვიდა. რა თქმა უნდა, ყველა ზარს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press