Foto

სი ძინპინი - ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები კაცობრიობის მომავალზე ახდენს გავლენას

ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები კაცობრიობის მომავალზე ახდენს გავლენას, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დღეს პეკინში, ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა არის „ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა სამყაროში“.

„ის თუ როგორი ურთიერთობები ექნებათ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ცვლილებებისა და არეულობის პირობებში, კაცობრიობის მომავალსა და ბედს განსაზღვრავს. მე ბევრჯერ მითქვამს, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტისთვის, რომ ჩვენ ათასი მიზეზი გვაქვს ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ არცერთი მათ დასაზიანებლად“, - განაცხადა სი ძინპინმა.