ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ტერორის მასშტაბები და სისასტიკე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდა გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს.
„როგორც პალესტინელების უმსხვილესი დონორი, ევროკომისია გადახედავს განვითარების პროექტების მთელ პორტფელს, რომელიც შეადგენს 691 მილიონ ევროს. მშვიდობის, ტოლერანტობის და თანაცხოვრების საფუძვლები მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს. ზიზღის, ძალადობის და ტერორის განდიდების წაქეზებამ მოწამლა ძალიან ბევრი ადამიანის გონება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ახლავე“, - განაცხადა ვარჰეიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press