ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას გამოეხმაურა და ნიუ-ჰემპშირში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა "უღალატა ისრაელს“.
"სისასტიკე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ისრაელში, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი",- თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა.
იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.
იმავე დღეს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.
გუშინ, 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა.
გუშინვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press