F16-ის უკრაინელი პილოტებისთვის რუმინეთში სასწავლო ცენტრი შეიქმნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ რუმინელ კოლეგას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის საჭიროებები გააცნო.
"არსებობს უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუმინეთში F16-ის პილოტების მომზადების თაობაზე. იქმნება F16-ის პილოტების მომზადების ცენტრი. ჩვენ განვიხილეთ ბატონ პრეზიდენტთან, როგორ დაჩქარდეს ასეთი წვრთნები და შევთანხმდით, რომ უკრაინელი მფრინავები ჩაერთვებიან ვარჯიშის პირველ ტალღაში", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი რუმინეთში დღეს, 10 ოქტომბერს ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press