ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც პალესტინის ქალაქ რაფაში მდებარეობს, დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, ეგვიპტის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიზეზი ისრაელის მიერ რაფას დაბომბვა გახდა, რის გამოც, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ევაკუაცია გამოცხადდა.
გარდა ამისა, პალესტინური მხარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაბომბვის შესახებაც იუწყება, თუმცა ისრაელის თავდაცვაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პუნქტი არ დაუბომბავთ.
სამიზნეს მიწისქვეშა გვირაბები წარმოადგენდა, რომლებიც შეიარაღებისა და აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press