ჩვენ საფუძველს ვუყრით მომავალ აღიარებას, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ბელარუსთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც რუსეთის პირველი არხის ეთერში, არძინბამ თქვა, უახლოეს მომავალში "აფხაზური დელეგაცია" მინსკში ჩავა.
"უახლოეს მომავალში იგეგმება ფართო დელეგაციის ვიზიტი მინსკში. მეც მივიღებ მასში მონაწილეობას", - განაცხადა არძინბამ.
შეგახსენებთ, ბელარუსს აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ოფიციალურად არ აქვს აღიარებული, თუმცა, გასული წლის სექტემბერში ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press