„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშკელონზე საჰაერო იერიში განახორციელა. სირენების ხმა ისმის სხვა ქალაქებშიც. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მანამდე, „ჰამასმა“ აშკელონის მაცხოვრებლებს მოუწოდა, დაეტოვებინათ ქალაქი და ვადა ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე მისცა.
ქალაქი აშკელონი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით შაბათიდან მოყოლებული 4 500 რაკეტა ისროლეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press