ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი „ჰამასის“ ე.წ. ეკონომიკის მინისტრია. სამხედროების თქმით, ჯავად ანუ შამალა, ტერორისტული დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა.
მეორე ლიკვიდირებული ზაკარია ანუ მოამარი „ჰამასის“ შიდა ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
„ის იყო „ჰამასის“ დაჯგუფების მაღალჩინოსანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა და ღაზის სექტორში ტერორისტული ჯგუფების კოორდინაციას ეწეოდა“, - აცხადებენ ისრაელელი სამხედროები.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press