Foto

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა EU-ის წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე ევროპის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა მიიწვია.

„ვიდრე ჩვენ დაღუპულებს ვკრძალავთ და ვებრძვით კრიმინალ ტერორისტებს, როდესაც მსოფლიო ისრაელს ცალსახა მხარდაჭერას უცხადებს, არ არის ადგილი ბალანსისა და თეორიული დისკუსიებისთვის. მხოლოდ შემართული და უკომპრომისო ომი პალესტინური ტერორიზმის წინააღმდეგ“, - განაცხადეს ისრაელის საგარეო უწყებაში.