გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას ერთ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის სამინიტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დასაცავად უკრაინა Patriot-ის, Iris-T-ისა და Gepard-ის ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს მიიღებს, რომელთა საერთო ღირებულება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.
გარდა ამისა, პაკეტში შედის იარაღი, დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები და სამხედროების აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ევროა.
„გერმანია მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმით, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press