დანიამ პალესტინას ფინანსური დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა, დენ იორგენსენმა დანიურ მაუწყებელს განუცხადა.
იორგენსენის თქმით, დანიისთვის მიუღებელია ტერორიზმი და აგრესია, აქედან გამომდინარე ქვეყანა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ფული ირიბად ზემოთ ხსენებულის მხარდაჭერას მხარს არ უჭერს.
"მიუღებელი ქმედებები, ტერორიზმი და ყველაზე უარესი აგრესია მოხდა. ჩვენ, ბუნებრივია, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ დანიის ფული ამას ირიბად არ უჭერს მხარს", - განმარტა მან.
პალესტინისთვის დახმარების შეჩერების შესახებ შვედეთის განვითარების მინისტრმა, იოჰან ფორსელმაც განაცხადა,
"ჩვენ არ გვინდა, რომ შვედი გადასახადის გადამხდელების ფული გადავიდეს იმ სუბიექტებზე, რომლებსაც არ აქვთ მკაფიო შეხედულება აბსოლუტურად ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებშიც ისინი უარყოფენ ტერორიზმს. მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება და არ შეჩერდება ამ გადაწყვეტილების შედეგად", - განაცხადა ფორსელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press